როგორ უნდა ვიკვებოთ გააზრებულად - კვების ტექნიკები

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანს გადატვირთული გრაფიკის ფონზე სტრესულ და დაძაბულ გარემოში უწევს ცხოვრება.

გააზრებული, გაცნობიერებული ცხოვრება, მას ჯანსაღი არჩევანის გაკეთებასა და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ კვება ბუნებრივი, სასარგებლო და სასიამოვნო ქცევაა შიმშილის დასაკმაყოფილებლად ჩვენს ეპოქაში, იგი უკავშირდება სწრაფ, გაუაზრებელ და დანაშაულის შეგრძნების გამომწვევ ქცევას. იმისათვის, რომ საკვების შერჩევისას მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ, ამასთანავე მივიღოთ სიამოვნება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, საჭიროა გააზრებულად ვიკვებოთ.

გააზრებულია კვება, როდესაც იცავთ შემდეგ წესებს:

• უსმენთ თქვენ სხეულს და წყვეტთ ჭამას ძღომის შემთხვევაში. არ აჭარბებთ ნორმას;

• ვიკვებებით მაშინ, როდესაც ნამდვილად გვშია და ორგანიზმი ამის შესახებ გვატყობინებს (ენერგიის დაქვეითება, დისკომფორტი მუცელში). არ ვყვებით ემოციებს და არ ვჭამთ მოწყენილობის, მარტოობის, უხასიათობის გამო;

• იცავთ კვებით რეჟიმს. მიირთმევთ სხვა ადამიანებთან ერთად და არა განმარტოებით;

• მიირთმევთ ჯანსაღ საკვებს და რაც მთავარია, იცით რას მიირთმევთ. ზედმიწევნით ფლობთ ინფორმაციას კერძის შემადგენლობის შესახებ;

• მიირთმევთ და მხოლოდ ამით ხართ დაკავებული. არ მუშაობთ ჭამის დროს, არ უყურებთ ტელევიზორს ან არ ხართ სხვა საქმით დაკავებული.

იმისათვის, რომ გააზრებულად მიირთვათ საკვები:

• შეანელეთ კვების პროცესი - მიეცით თქვენს სხეულს საშუალება დაეწიოს ტვინს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს დროში ძღომის შესახებ სწორი სიგნალების მიწოდება;

• შეიცანით თქვენი თავი - დააკვირდით რა სიგნალებს გაძლევთ სხეული შიმშილისას. მოუსმინეთ სხეულს და არა გონებას ან ემოციებს;

• იყავით პროაქტიული. დაგეგმეთ თქვენი კვება, შეადგინეთ რეჟიმი. მიირთვით მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. დაუკავშირეთ კვება ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოს;

• გაიაზრეთ თქვენი მოტივაცია - ეცადეთ მიირთვათ სხეულის ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად შეარჩიოთ ჯანსაღი პროდუქტები;

• დააკვირდით საკვებს რასაც მიირთმევთ - შეაგროვეთ ინფორმაცია, მათი სასარგებლო ან პირიქით მავნე თვისებები, იცოდეთ რას და როგორ მომზადებულს მიირთმევთ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ საკვებზე მით უფრო მეტად დაიწყებთ მათ სწორად შერჩევას;

• გაიაზრეთ, რომ ჭამა თქვენი დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ისევე უნდა გამოუყოთ დრო, როგორც სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს. ნუ შეჭამთ მუშაობის დროს, ტელევიზორი ყურებისას, ტელეფონზე საუბრისას, ასე თქვენ სიამოვნებასაც მოიკლებთ, სავარაუდოდ, უფრო მეტს და გაუზარებლად შეჭამთ.