CNN - 5 აუცილებელი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ მოვითხოვოთ სამსახურში ანაზღაურების მომატება

თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ხელფასით ანაზღაურება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელიც შეიძლება დამსაქმებელთან გქონდეთ. ხშირად დგება მომენტი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით დაბალია და ამ თემასთან დაკავშირებით დამქირავებელთან დალაპარაკებას ვფიქრობთ.

CNN გვთავაზობს 5 აუცილებელ რჩევას, რომლებიც სამსახურში ანაზღაურების მომატების მოთხოვნის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

სწორად შეარჩიეთ დრო

დამქირავებელთან ამ თემაზე საუბრის დაწყებამდე აუცილებელია დროის სწორად შერჩევა. შეიძლება თქვენს კომპანიას მოცემულ მომენტში ფინანსური კრიზისი ან სხვა რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში სჯობს საუბარი დროებით გადადოთ.

ახსენით კომპანიაში თქვენი მნიშვნელობა

სანამ ხელფასის მომატებაზე დაიწყებთ საუბარს, სჯობს დამქირავებელს ჯერ თქვენს კვალიფიკაციაზე ესაუბროთ. აუხსენით მას, რომ სამუშაოს დაწყების დღიდან თქვენ დიდი გამოცილება და ცოდნა შეიძინეთ, რის გამოც დღეს თქვენ კომპანის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენთ. სჯობს მას აუხსნათ, რომ სამსახურიდან თქვენი წასვლის შემთხვევაში ისინი კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ.

შეხედეთ სიტუაციას დამქირავებლის პოზიციიდან

დამქირავებელთან ანაზღაურების მომატების შესახებ საუბრის დაწყებამდე სტატიის ავტორი გვირჩევს სიტუაციას დამქირავებლის პოზიციიდან შევხედოთ და წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რა არგუმენტით შეიძლება გვიპასუხოს.

მოიყვანეთ რაციონალური არგუმენტები

ეცადეთ ყოველთვის რაციონალური არგუმენტები მოიყვანოთ და პირადი მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკაოთ. სჯობს თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისა თუ ფინანსური კრიზისის შესახებ საუბრისგან თავი შეიკაოთ.

იფიქრეთ სამომავლო პერსპექტივაზე

შესაძლოა დამქირავებელთან თქვენი საუბარი წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუმცა ეცადეთ საუბარი პოზიტიურად დაასრულოთ. დამქირავებელთან საუბრით თქვენ როგორც მინიმუმ აჩვენეთ, რომ კვალიფიციური კადრი ხართ და ამჟამინდელი ანაზღაურება თქვენთვის მისაღები არაა. შესაძლებელია, უახლოეს მომავალში მან თქვენთან გასაუბრება კვლავ ისურვოს და ანაზღაურებაც გაგიზარდოთ.

ბექა ბერიაშვილი