ტრამპმა Apple-ს 5G-ის შექმნაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორპორაცია Apple-ს და მის ხელმძღვანელს ტიმ კუკს შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მეხუთე თაობის ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნაში. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გუშინ ოსტინში ვიზიტის დროს, მე ვუთხარი ტიმ კუკს ეფიქრა, შეძლებდა თუ არა Apple შტატებში 5G-ის შექმნას. მათ ამისთვის ყველაფერი გააჩნიათ - ფული, ტექნოლოგია, ხედვა და კუკი!“ - დაწერა მან.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა ოსტინში Apple-ის საწარმო დაათვალიერა, სადაც კომპიუტერების აწყობა ხდება.

კოკა კვირკველია