Wyndham Hotels & Resorts ფართოვდება - ბრენდი საქართველოში 7 ახალ სასტუმროს გახსნის

Wyndham Hotels & Resorts, მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანია, რომელიც მოიცავს 9,200 სასტუმროს და 20 ბრენდს 80-ზე მეტ ქვეყანაში, განაგრძობს თავისი საერთაშორისო სასტუმროების პორტფოლიოს გაფართოებას. უახლოესი 2 წლის განმავლობაში იგეგმება 15 ახალი სასტუმროს გახსნა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის Wyndham Hotels & Resorts-ის ქსელს რეგიონში. 2021 წლისათვის კომპანიის მფლობელობაში იქნება 35 მოქმედი სასტუმრო და 5 700-ზე მეტი ოთახი რამდენიმე საკვანძო ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში, რუსეთში, ყირგიზეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

Wyndham-ის გეგმა ითვალისწინებს 7 ახალი სასტუმროს და 1 300-ზე მეტი ოთახის დამატებას მხოლოდ საქართველოში. ახალი სასტუმროები ხელს შეუწყობს კომპანიის გავლენის გაფართოებას თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა, გაიხსნება ახალი ობიექტები ქუთაისში და გოდერძის უღელტეხილზე, ზამთრის კურორტზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

ქართულ ბაზარზე Wyndham-ი გამოჩნდა 2016 წელს მხოლოდ ერთი სასტუმროთი და მას შემდეგ დინამიკურად ვითარდება. გაიხსნა Wyndham Grand® და Ramada Encore® by Windham-ი თბილისში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10-მდე სხვადასხვა ბრენდის და სეგმენტის სასტუმროს გახსნას. ბრენდებს შორის იქნება: Wyndham Garden®, Ramada®, TRYP® by Wyndham და ასევე დიზაინზე ორიენტირებული ეკონომკლასის ბრენდი Super 8® by Wyndham.

სასტუმროები, რომელთა გახსნაც სამომავლოდ იგეგმება:

Ramada by Wyndham Tbilisi-ის პირველი სასტუმრო გაიხსნება 2020 წელს თბილისი ცენტრში, მელიქიშვილის პროსპექტზე. სასტუმრო 125-ნომრიანი იქნება. სასტუმროში იქნება რესტორანი და ლაუნჯ-ბარი, ზამთრის ბაღი, ფიტნესცენტრი მაღალი დონის აღჭურვილობით და სამი საკონფერენციო დარბაზი.

Ramada by Wyndham Kutaisi 2021 წელს გაიხსნება. 275-ნომრიან სასტუმროში განთავსებული იქნება სამი რესტორანი და ბარი, ასევე 220-კაციანი საბანკეტო დარბაზი.

ცნობისათვის, Wyndham Hotels & Resorts (NYSE: WH) – ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ფრანშიზერი კომპანია, რომლის მფლობელობაშიც არის 9 200-ზე მეტი სასტუმრო 80-ზე მეტ ქვეყანაში, 6 კონტინენტზე. კომპანია ორიენტირდება უბრალო მოგზაურებზე. მის ქსელში დაახლოებით 822 000 ნომერია.