სპორტული დარბაზი, ფინური საუნა, საცურაო აუზი - როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, ორთაჭალაში იყიდება სახლი, რომელიც 3 565 440 ლარი (1 200 200 აშშ დოლარი) ღირს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშული, 3 სართულიანი კერძო სახლის ფართობი 450 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1000 კვ.მ.

ახალაშენებული, გარემონტებული სახლი 8 ოთახიანია, აქედან 5 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, კერძო სახლს აქვს საკუთარი სპორტული დარბაზი, 6 სველი წერტილი, ფინური საუნა, 3 აივანი, 1 ვერანდა, ბუხარი, საცურაო აუზი და ავტოფარეხი.

ამასთან, სახლი აღჭურვილია ტექნიკით, თანამედროვე ავეჯით, ჩაშენებული კარადებითა და ცენტრალური გათბობით.

ნინი ქეთელაური