საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა. შესაბამის ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

პროფესიით ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, „ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

წლების განმავლობაში, იგი იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, დედაქალაქის მერის მოადგილე, არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი”,-აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.