საქართველო ინგლისური ენის ფლობის რეიტინგში ევროპაში ბოლო ადგილზეა

ინგლისური ენის ცოდნის დონით, საქართველო 100 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზე მოხვდა, რაც ენის ცუდად ფლობას გულისხმობს. კვლევა შვედურმა ორგანიზაციამ Education First -მა ოქტომბერში ჩაატარა. კვლევა ისეთ ქვეყნებში ჩატარდა, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. მასში მონაწილეობა 2,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

კვლევის თანახმად ინგლისურ ენას ყველაზე კარგად შემდეგ ქვეყნებში ფლობენ: ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, დანია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და გერმანია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ქვეყანა რეიტინგში საქართველოს უსწრებს. რაც შეეხება რუსეთს, ის 48-ე ადგილზეა.