Pod Planes-ი -  მომავლის თვითმფრინავები, რომლებიც ავიამიმოსვლას სრულიად შეცვლის (+ფოტო)

მომავლის თვითმფრინავები - Pod Planes-ი დღეისათვის არსებულ ავიამიმოსვლას სრულიად შეცვლის. ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, დღევანდელი ავიამიმოსვლის მთავარი პრობლემა მისი ლიმიტებია. სამგზავრო თვითმფრივანებს დღეს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის გადაყვანისა და ლიმიტირებული რაოდენობის ბარგის გადატანა შეუძლიათ.

ამიტომ საჭირო გახდა ისეთი თვითმფრინავების შექმნა, რომლებიც გაცილებით უფრო მეტ ადამიანს მოემსახურება, ბევრ ბარგს გადაიტანს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად დაზოგავს მგზავრობის ხარჯებს.

ამ მიმართულებით დღეს რამდენიმე კომპანია სხვადასხვა მოდელზე მუშაობს. მათ შორის ყველაზე წარმატებულს Pod Planes-ი წარმოადგენს, რომლებიც სტანდარტული თვითმფრინავისგან გასხვავებით რამდენიმე კაფსულისგან შედგება.

მეცნიერების აზრით, ოპტიმალური ვარიანტი 3-კაფსულიანი თვითმფრინავები იქნება, რომელთა მეშვეობითაც მგზავრების გადაყვანასთან ერთად დიდი რაოდენობით ბარგის გადატანა მოხერხდება.

კომპანია Airinsight-ის დამაარსებელი ედისონ შონლანდი აცხადებს, რომ ისინი თავდაპირველად კაფსულებს ტვირთზე გამოცდიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მათ მგზავრთა გადასაყვანადაც გამოიყენებენ.

მისი თქმით, თითოეული კაფსულა სულ მცირე 150 ადამიანის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს.

ბექა ბერიაშვილი