რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან - გარ­და­იც­ვლე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის თავ­შე­სა­ფა­რი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­შია. მათ გარ­და, არ­სე­ბობს კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო ტი­პის თავ­შე­საფ­რე­ბიც.

ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 500-700 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ფასს მო­ხუ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­ზღვრავს. ყო­ველ­თვი­ურ გა­და­სა­ხად­ში სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლის მოვ­ლა და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­დის.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლი­ათ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებს, მა­მა­კა­ცებს კი - 65 წლის ასა­კი­დან. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ გო­ცა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა დღე­ში მი­ნი­მუმ 12 ლარს, ხოლო მაქ­სი­მუმ 20 ლარს შე­ად­გენს.

"ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენს სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებ­და 113 მო­ხუ­ცე­ბუ­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დე­ბა 20 ადა­მი­ა­ნი და ვფიქ­რობთ, რომ მაქ­სი­მუმ ორ თვე­ში ჩავ­რთავთ ამ პროგ­რა­მა­ში. სა­ჭი­როა ად­გი­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. იმი­სათ­ვის, რომ ხან­დაზ­მულ­მა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს, უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მი­ა­კი­თხავს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, შე­ა­ფა­სებს მის სა­ჭი­რო­ე­ბას და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

წელს „სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში 300 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზეა სა­თე­მო მომ­სა­ხუ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს არის ამ წლის ლი­მი­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ორი დიდი ზო­მის მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი, რომ­ლის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­საც ტრე­ფი­კინ­გის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს და სრუ­ლად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო.

და­ნარ­ჩე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა, 24 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გათ­ვლი­ლი. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი არ არის. წლის და­სა­წყის­ში 70-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავ­და რიგ­ში, და­ვა­მა­ტეთ ად­გი­ლე­ბი და შევ­ძე­ლით მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსურ­ველ­თა 70% ბო­ლოს უარს ამ­ბობს პროგ­რა­მა­ში ჩა­რი­ცხვა­ზე" - აცხა­დებს თა­მარ გო­ცა­ძე.

კერ­ძო პან­სი­ო­ნა­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ბიზ­ნე­სი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შედ­გა. გან­სხვა­ვე­ბით ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან, სა­დაც მო­ხუც­თა პენ­სი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნეც მა­ღა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ხუც­თა სახ­ლის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ქცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გა­ნაც აქ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ვერ შეძ­ლებს ჰქონ­დეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე.

მო­ხუ­ცე­ბულ­თა და შშმ პირ­თა პან­სი­ო­ნა­ტის „ჩემი ოჯა­ხის“ მე­პატ­რო­ნე მაია ახა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია კერ­ძო იყო, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მათ არ­სე­ბო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­ერ­თდნენ:

"ამ საქ­მეს 2005 წლი­დან ვემ­სა­ხუ­რე­ბით. 2013 წლამ­დე კერ­ძო იყო, ამ­ჟა­მად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბას ვი­ღებთ. ეს არის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის პან­სი­ო­ნა­ტი და შვიდ ხან­დაზ­მულს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ამ­ჟა­მად გვყავს ხუთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ორი გარ­და­იც­ვა­ლა. აქა­ურ ცხოვ­რე­ბას აქვს წე­სე­ბი, რა თქმა უნდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად აქ ცხოვ­რო­ბენ, აქვთ დღის მან­ძილ­ზე გას­ვლის, გა­სე­ირ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­უძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში 20 დღე და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, წა­ვიდ­ნენ ნა­თე­სა­ვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

განაგრძეთ კითხვა