ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო საელჩოების წარმომადგენლებს "წყალი მარგებელისა" და "ნატახტარის" ქარხნებში უმასპინძლებს

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) დღეს, უნგრეთის, ჩეხეთის სლოვაკეთის, ესტონეთისა და ლიტვის საელჩოების წარმომადგენლებს "წყალი მარგებელისა" ("სნო") და "ნატახტარის" ქარხნებში უმასპინძლებს.

ღონისძიება ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ქართულ ბიზნეს კომპანიებში საიტ-ვიზიტების პროექტის ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ EUGBC-ის ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენლები. უცხოელი დიპლომატები და EUGBC-ის ექსპერტები შეხვდებიან ქარხნების ხელმძღვანელობას და იქ მომუშავე პერსონალს.

ქარხნების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაესაუბრონ ექსპერტებსა და დიპლომატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებას ეხება.

საიტ-ვიზიტი "წყალი მარგებელის" ქარხანაში (სოფ. ნატახტარი) 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო "ნატახტარის ქარხანაში" - 12:00 საათზე.