ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში ხრამულის სახეობის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა აღმოაჩნდათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება“,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.