რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით გაიზარდა

2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში 50,0 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა და შეადგინა 350 მლნ ლარი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის.