“თეისთ გრუპი” რეგიონებში სასტუმროების ქსელის გაფართოებას იწყებს - რა შეთავაზება აქვს კომპანიას რეგიონებში მდებარე სასტუმროებისთვის

თუ საქართველოს რეგიონებში ფლობთ 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროს, ან გაქვთ პროექტი და გსურთ კვალიფიციური პარტნიორი გყავდეთ მისი განხორციელების პროცესში, ამისთვის შორს წასვლა და უცხოური კომპანიის დაქირავება აღარ მოგიწევთ. ქართული „თეისთ გრუპი“, რომელიც სასტუმროების ოპერირებას ახორციელებს თბილისში, პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს სასტუმროს მართვის სრულ მომსახურებას და ამასთან ერთად, თანამშრომლების მუდმივ გადამზადებას.

რატომ გადაწყვიტა „თეისთ გრუპმა“ რეგიონებში ოპერირების სერვისის განვითარება და რას სთავაზობს კომპანია სასტუმროებს, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ „თეისთ გრუპის“ დირექტორი თინათინ გურაშვილი ესაუბრა.

თინათინ გურაშვილი: თბილისში ჩვენ უკვე ვმართავთ ერთ-ერთ სასტუმროს, რომელიც ღვინით და ქართული კულინარიით არის გამორჩეული. ახლა გვსურს, რომ გადავინაცვლოთ რეგიონებში და უკვე იქ არსებულ სასტუმროებსაც შევთავაზოთ „თეისთ გრუპის“ მართვის მომსახურება.

ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები, რის გამოც გადავწყვიტეთ რეგიონებში ქსელის გაფართოება არის პირველ რიგში ის, რომ კარგად გვესმის რეგიონების პრობლემა სასტუმროების ეფექტიანად მართვის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ სასტუმროების დამფუძნებლებს მივცეთ შესაძლებლობა მომგებიანად, წარმატებით მართონ საკუთარი ბიზნესი.

ცნობილია, რომ რეგიონის შემთხვევაში რთულია დამფუძნებლებმა ადგილზე მოიზიდონ ისეთი კადრები, რომლებიც შეძლებენ სასტუმროს ეფექტიანად მართვას, როგორც მაღალი ხარისხის მომსახურების, ასევე დატვირთვების კარგი მაჩვენებლის უზრუნველყოფას. საშუალო ზომის სასტუმროსთვის სირთულეს წარმოადგენს საერთაშორისო ოპერატორის აყვანაც. ამ მიზეზების გამო ვფიქრობთ ჩვენი მომსახურებით განსაკუთრებულ ღირებულებას შევუქმნით მათ. მთელი გუნდი იმუშავებს მათი სასტუმროს წარმატებისთვის, დაწყებული ოპერაციებიდან, დამთავრებული გაყიდვებით, მომსახურების ხარისხით, ადამიანური რესურსების მართვით და ა.შ.

-თქვენი შეთავაზება საქართველოში მოქმედ ყველა პატარა სასტუმროზე ვრცელდება თუ კონკრეტული რეგიონი გაქვთ არჩეული?

ჩვენთის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია კახეთის და იმერეთის რეგიონები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონების მიხედვით მასშტაბს ვზღუდავთ. ჩვენ მიმდინარედ მოლაპარაკების საბოლოო ეტაპაზე ვართ რაჭის ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელთანაც შეთანხმებას ფაქტობრივად მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე მასშტაბში შეზღუდულები არ ვართ, უბრალოდ მეტად პროაქტიულად ზემოთხსენებულ რეგიონებზე ვმუშაობთ.

დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ “თეისთ გრუპის” გუნდს შემდეგ საკონტაქტო მისამართზე:

Mob: 557 940 540

Email: tinatinigurashvili@gmail.com

„თეისთ გრუპი" „სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. “თეისთ გრუპის” მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი საუზმით, კულტურის ზიარების აქტივობებით და მომსახურების ხარისხით, რათა თითოეულმა სტუმარმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატოვოს ქვეყანა.