აშშ და ჩინეთი სავაჭრო საკითხებში პირველი ეტაპის პირობებზე შეთანხმდნენ

აშშ-მა მიაღწია პირობების შეთანხმებას ჩინეთთან სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამას დასტური უკვე მისცა პრეზიდენტმაც. აღნიშნული შეთანხმება პირველ რიგში, აუქმებს 15 დეკემბერს ამერიკის მხრიდან აუცილებლად დასაწესებელ გაზრდილ საბაჟო ტარიფებს, რომელიც 150 მილიარდის პროდუქციას შეეხებოდა.

პირველი ეტაპის შეთანხმების ხელმოწერა დონალდ ტრამპის მხრიდან ნიშნავს, რომ პეკინმა აიღო ვალდებულება გაზარდოს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაბლა დასწიონ აქამდე დაწესებული გაზრდილი საბაჟო ტარიფები.

11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ მოლაპარაკებებში უმნიშვნელოვანეს პირველი ეტაპის მიღწევამდე“. 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ შეთანხმება ვერ იქნებოდა მიღწეული იმ დრომდე, ვიდრე ის არ შეხვდებოდა სი ძინპინს აზია-წყნარი-ოკეანის ეკონომინიკური თანამშრომლობის სამიტზე ჩილეში. თუმცა ეს ღონისძიება გაუქმდა და ღონისძიების ახალი ვადები არ დასახელებულა.

უკვე ორშაბათს ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შტატები გეგმავდნენ ჩინეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა პროდუქციაზე ტარიფების გაზრდას 15 დეკემბრიდან. ახლა კი ამ შეთანხმების შედეგად ეს არ მოხდება.

კოკა კვირკველია