ბორის ჯონსონმა ბრიტანელ მინისტრებს დავოსში მონაწილეობა აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელ მინისტრებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობა აუკრძალა. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, დავოსში 2020 წლის 21-24 იანვარს დაგეგმილ ფორუმზე მონაწილეობის არმიღების მიზეზი ამომრჩევლებში პარტიის პოზიციების გამყარება დასახელდა.

ცნობილია, რომ დავოსში ჩასვლას არ გეგმავს თავად პრემიერიც. გამოცემის წყაროს ცნობით, პრემიერმა არჩია მოახდინოს კონცენტრირება „ერის პრიორიტეტულ საკითხებზე“.

„ძირითადი ყურადღება დაეთმობა 31 დეკემბრამდე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ასევე ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ჯონსონმა.

მანამდე სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ დავოსზე გამგზავრებას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დავოსის ფორუმი - ეს არის ყოველწლიური შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებსა და საქმიან ელიტას შორის. ღონისძიება 1980-იანი წლებიდან ატარებს სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საერთაშორისო მოვლენა.

კოკა კვირკველია