საქართველოდან ექსპორტი 11,7%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 381.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ აშშ დოლარს (2.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, 4 741.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 2 112.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.