რას ვყიდულობთ მეზობელ ქვეყნისგან - ტოპ-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 381.4 მლნ აშშ დოლარს (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ აშშ დოლარს (2.3 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. იმპორტის თვალსაზრისით, ქვეყნების ათეულში მე-2 ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც იმპორტმა 868.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პროდუქტებს, რაც რუსეთიდან შემოგვაქვს, ჩამონათვალში ლიდერობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 180 189 000 აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი - 79 738 700 აშშ დოლარი;
  • ნავთობის აირები - 30 608 500 აშშ დოლარი;
  • მზესუმზირის ზეთი - 29 625 000 აშშ დოლარი
  • ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 29 181 000 აშშ დოლარი;
ლიკა ამირაშვილი