ფინანსთა სამინისტრომ 20 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა

2014 წლის 17 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 5.750 პროცენტით, მაქსიმალური - 5.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 5.802 პროცენტით განისაზღვრა.