USNews მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქვეყნებს ასახელებს

ამერიკულმა გამოცემამ USNews-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მათ 80 ქვეყნის 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს.

გამოკითხვისას ისინი რესპოდენტებს ეკითხებოდნენ, თუ რომელია ყველაზე გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი ლიდერი და აქვს ძლიერი შეირაღება. კითხვები ასევე მოიცავდა ეკონომიკურ სიძლიერეს, სამხედრო ბიუჯეტსა და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე.

სიის პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა. მას რუსეთი და ჩინეთი მოჰყვებიან მე-2 და მე-3 ადგილებზე. ყველაზე გავლენიანი ქვეყნების ათეული კი ასე გამოყურება:

1. აშშ

2. რუსეთი

3. ჩინეთი

4. გერმანია

5. გერთიანებული სამეფო

6. საფრანგეთი

7. იაპონია

8. ისრაელი

9. საუდის არაბეთი

10. სამხრეთ კორეა

ბექა ბერიაშვილი