ახალი საბაჟო ტერმინალი 200-მდე კონტეინერის მიღებას შეძლებს

ფოთში კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი“ ახალი საწყობის გახსნის პრეზენტაციას გამართავს.

დღეს, 20:00 საათზე, კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი“, რომელიც გერმანული ჰოლდინგის - ”დუტი ფრი ინთერნეიშენალის“ წევრია, ქ. ფოთში ახალი საწყობის გახსნის (საბაჟო ტერმინალი) პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ყველა მსურველს გაუწევს მომსახურებას.

საბაჟო საწყობი მდებარეობს ქ. ფოთში (სამეგრელოს #8) და მოიცავს 3 700 კვ/მ ფართს, რომლიდანაც 400 კვ მეტრზე სპეციალური სამაცივრე დანადგარებია მოწყობილი. საწყობი თვის განმავლობაში ორასამდე კონტეინერის მიღებას შეძლებს.

,,დუტი ფრი ალიანსი“ 2009 წლიდან ოპერირებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. კომპანიის საკუთრებაშია სადახლოზე, წითელ ხიდზე, სარფსა და ყაზბეგში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები. კომპანია თავისი პროდუქციით ამარაგებს ფოთის ნავსადგურში რეისებზე მყოფ საერთაშორისო გემებს.