ჩინეთი 1-ლი იანვრიდან 850 დასახელების იმპორტირებულ  პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს დასწევს

ჩინეთის ხელისუფლება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან დაბლა დასწევს საბაჟო ტარიფებს 850 დასახელების იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო პოლიტიკის კომიტეტი იუწყება.

კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ზომების მიღება განაპირობა ადგილზე არსებულმა გაზრდილმა მოთხოვნამ იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ტარიფების დაწევა მოხდება ფართო სპექტრის პროდუქციაზე, მათ შორის, წიაღისეულის, ქიმიური მრეწველობისა და ნავთოპროდუქტებზე, ასევე ტანსაცმელსა და ხალიჩებზე, სამრეწველო და სპეციალიზირებულ ტექნოლოგიაზე, ოპტიკურ მოწყობილობებზე, ტელევიზორებზე, ტრაქტორებზე და ელექტროგენერატორებზე.

ჩინეთის ხელისუფლება პირობას დებს ტარიფების დაწევა მომავალი წლიდან 23 ქვეყნიდან იმპორტირებულ დამატებით სხვა პროდუქტებზეც მოხდება. ამ ქვეყნების ჩამონათვალში არის ასევე საქართველოც.

კოკა კვირკველია