ფინანსთა სამინისტრო - 2019 წლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა

2019 წლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს - საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9 მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.