Tesla-ს აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება გაიზარდა და მის აქციებზე რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა. ორშაბათის მონაცემებით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულებამ 421,82 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიას ჩინურმა ბანკებმა 10 მილიარდი იუანის (1,4 მლრდ დოლარის) ოდენობის ხუთწლიანი კრედიტი შესთავაზეს შანხაის ქარხსნის დაფინანსებისთვის.

CNN -ის მონაცემებით, კომპანიის აქციები აქამდე ასე ძლიერ არ გაზრდილა, ვინაიდან ამ კომპანიის მიმართ მუდმივად არსებობდა ეჭვი, რომ ის ადრე თუ გვიან გაიყიდებოდა. მიმდინარე წელს მას მყიდველი არ გამოუჩნდა, სამაგიეროდ, წინასაშობაოდ კომპანიის აქციების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ის შთამბეჭდავად გამოიყურება - აღნიშნავს ტელეკომპანია.

კოკა კვირკველია