"ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"

ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ბლუმბერგის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის შემოსავალი 570 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეს გარკვეული მანიპულაციების მოხდა.

"რა მანიპულაციებზეა ლაპარაკი? არასამთავრობო სექტორი არასაინტერესოა, მიკერძოებულია. ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს",- განაცხადა კალაძემ.