საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.504 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 მეათედი პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო: თურქეთი, რომლის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან 1.633 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა, მას მოსდევს რუსეთი - 1.322 მლრდ დოლარით; მე-3 ადგილზე კი ჩინეთია, რომლის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 982.4 მლნ დოლარი იყო.

სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს აზერბაიჯანი და სომხეთი იკავებენ, შესაბამისად, 932.777 მლნ და 604.955 მლნ დოლარით.

თაია არდოტელი