პრემიერი - სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის

სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ბიზნესთან მეტი უნდა იმუშაოს.

„უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს, თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნსი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.