იტალიაში ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ევროპის კონტინენტზე ყავა პირველად იტალიაში მე-16 საუკუნიდან გავრცელდა, მას შემდეგ ყავის სმა იტალიელების ცნოვრების განუყოფელი ნაწილია.
იტალიაში ესპრესოს ტრადიციული სახით მომზადება მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო და შემდეგ ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
სწორედ ამიტომ, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად იტალიელებმა გადაწყიტეს ესპრესოსთვის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მოეთხოვათ.
Euronews-ის ინფორმაციით, მათ საჭირო აპლიკაცია უკვე შევასეს, რომლის განხილვასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით „იუნესკოს“ მსოფლიო მეკვიდრეობის სტატუსს სულ 17 საკვები ატარებს.