„გაყინული 2“ ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა

„გაყინული 2“, რომელიც კომპანია Disney-მ გადაიღო, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Вox Office Mojo ავრცელებს.

ანიმაციური ფილმი ეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა და დღეისათვის მისი მთლიანი სალარო შემოსავალი 1,325 მლრდ დოლარს შეადგენს. დღემდე ყველაზე შემოსავლიან მულტფილმად ითვლებოდა „სუპერ ოჯახი 2“ 1,243 მლრდ დოლარის შემოსავლით და „გაყინულის“ პირველი ნაწილი 1,281 მლრდ დოლარის სალარო შემოსავლით.

რაც შეეხება ფილმებს, Вox Office Mojo-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი სალარო შემოსავალი მიიღო ფილმმა „შურისმაძიებელი. დასასრული“ 2,797 მლრდ დოლარი. ამრიგად, ძმების - ენტონი და ჯო რუსოს ფილმმა გადაასწრო ჯეიმს კამერონის „ავატარს“, რომელიც 2009 წელს გამოვიდა და მთელს მსოფლიოში 2.789 მლრდ დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მესამე ადგილზეა „ტიტანიკი“, რომელიც 1997 წელს გამოვიდა და რომლის სალარო შემოსავალმა მთელს მსოფლიოში 2.187 მლრდ დოლარი შეადგინა.