2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები დასახელდა

ორგანიზაციამ Euro NCAP-მა უსაფრთხო ავტომობილების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2019 წლის გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში გამოავლინეს, მათ შორის, ზომით კატეგორიებში, ჰიბრიდულსა და ელექტრომობილებში.

2019 წელს Euro NCAP-მა 55 ახალი ავტომობილის ტესტირება ჩაატარა, აქედან 41-მა მიიღო უმაღლესი შეფასება – 5 ვარსკვლავი. როგორც გასულ წელს, წელსაც „კომპაქტური საოჯახო ავტომობილების კლასში“ უმაღლესი შეფასება ერგო Mercedes-Benz CLA-ს. ამ სედანში უფროსების უსაფრთხოება შეფასდა 96%-ით, ბავშვების – 91%-ით, ასისტირებული სისტემების კი – 75%-ით.

კატეგორიაში „დიდი ქროსოვერი“ გაიმარჯვა Tesla Model X-მა. ხოლო კიდევ ერთი „ტესლა“ - Model 3 გამარჯვებულად დასახელდა ერთდროულად ორ კატეგორიაში – „ყველაზე უსაფრთხო ჰიბრიდი და ელექტრომობილი“ და „დიდი ზომის საოჯახო ავტომობილი“. მეორე შემთხვევაში Model 3-მა პირველი ადგილი გაიყო BMW 3 სერიასთან.

კომპაქტური ქროსოვერების კატეგორიაში უკეთესი გახდა Subaru Forester, მასთან მიახლოებული შედეგი აჩვენეს Mazda CX-30-მა და Volkswagen T-Cross-მა. ქროსოვერებში კი Mazda CX-30 გავიდა მეორე ადგილზე, თუმცა მან უფროსების უსაფრთხოებაში უმაღლესი ქულა – 99% დაიმსახურა.

სუბკომპაქტური ავტომობილების კლასში გამარჯვებული გახდნენ Audi A1 და Renault Clio.

კოკა კვირკველია