Nissan-ი Renault-თან ალიანსს ტოვებს?!

იაპონური საავტომობილო ბრენდის Nissan-ის ხელმძღვანელობამ დააჩქარა გეგმა, რომელიც კომპანიას ფრანგულ საავტომობილო კონცერნ Renault-თან ალიანსის დატოვების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა დასძენს, რომ Renault-Nissan-Mitsubishi ალიანსის დატოვება ყოფილი ხელმძღვანელის კარლოს გონის სკანდალის ფონზე ხდება.

გამოცემის წყაროს ცნობით, გეგმა ითვალისწინებს სრული კავშირის გაწყვეტას კომპანიებს შორის, როგორც ტექნიკურ და სამეწარმეო, ასევე მმართველობით ნაწილში. წყარო ირწმუნება, რომ კარლოს გონის გაქცევა ლიბანში არ იყო მიზეზი, არამედ უბრალოდ, დამატებითი ბიძგი მისცა ისედაც დაძაბული ურთიერთობის დასრულებას ორ კომპანიას შორის.

გამოცემა დასძენს, რომ ალიანსიდან გასვლა და კავშირების შეწყვეტა აიძულებს კომპანიებს, ეძიონ ახალი მოკავშირეები, რათა დარჩნენ კონკურენტუნარიანები სხვა მსხვილ კონგლომერატებთან მიმართებაში.

კოკა კვირკველია