ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას, გამოკითხულთა 42% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ საშუალოდ, 10% კარგად აფასებს; ხოლო 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.