როგორ გამოიყურება КГБ-ს ვოლგა, რომელიც  140 000 დოლარადაა შეფასებული

მეორადი ავტომობილების ცენტრში გასაყიდად გამოტანილია იშვიათი ავტომობილი ГАЗ-23, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ავტომობილად ითვლებოდა.

ის 1962 წელსაა გამოცემული და 140 ათას დოლარადაა შეფასებული.

თავის დროზე ამ ავტომობილის ყიდვა არავის შეეძლო და ის მხოლოდ КГБ და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის იწარმოებოდა. მისმა შემქმნელებმა განსაკუთრებული ყურადღება მის ძარას დაუთმეს, მას დამატებითი დეტალების დამატების შედეგად 300 კგ წონაც მოემატა.

ГАЗ-23-ის წარმოება ფორსირებული ძრავით 1959 წელს დაიწყეს და მას დახურულ დოკუმენტებშიც კი „სწრაფადმავალ ავტომობილს“ და „ესკორტის ავტომობილს“ უწოდებდნენ. მის ძრავის ნაწილში მოთავსებულია ЗМЗ-23, რომელიც თავის მხრივ იყო ოდნავ მოდერნიზებული ძრავი „ჩაიკასგან“. მისი მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ იყო, მას უკეთესი დინამიკაც ქონდა ვიდრე „ჩაიკას“, ის 0-დან 100-მდე 16 წამში ჩქარდებოდა. შედარებისთვის საბაზისო ვარიანტს 34 წამი სჭირდებოდა, ხოლო „ჩაიკას“ 18 წამი.

წყარო: autobild.ge