Instagram-ში ონლაინ შესყიდვებს მომხმარებელთა 12% ახორციელებს

სოციალურ ქსელ Instagram-ის ელექტრონულ კომერციას დიდი პოტენციალი აქვს - ამის შესახებ კომპანია Cowen-ის მიერ გამოკითხული ადამიანები აცხადებენ. თუმცა Instagram-ში ონლაინ შესყიდვებს ჯერჯერობით ქსელის მომხმარებლების მხოლოდ 12% ახორციელებს.

მთავარი არგუმენტი, რომ ამ ონლაინ პლატფორმაზე გაყიდვები გაიზრდება, არის თავად სოციალური ქსელის მიერ 2019 წელს მიღებული რამდენიმე სიახლე. ასე მაგალითად, სოციალურ ქსელს დაემატა სარეკლამო ფუნქციონალი ბრენდებისთვის, რომლებიც მომხმარებლებთან პირდაპირ მუშაობენ, ამას მოჰყვა ასევე თავად მომხმარებლების კომფორტისთვის განხორციელებული რამდენიმე ცვლილებაც.

მიუხუდავად იმისა, რომ კომპანია Facebook-ის სხვადასხვა სერვისებს შორის ინტერნეტ კომერციის მიმართულებით ლიდერობს Pinterest-ი, Instagram-ს აქვს დიდი ზრდის პოტენციალი.

Deutsche Bank-ის შეფასებით, რომელიც 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, ერთ წელიწადში Instagram-ში შოპინგი კომპანიას 10 მილიარდის მოგებას მოუტანს.

კოკა კვირკველია