„ბაიერნმა“ ბავარიულ BMW-ს უარი უთხრა

საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის „ბაიერნმა“ კომპანია Audi-სთან კონტრაქტი კიდევ 5 წლით გააგრძელა. შესაბამისად, Audi კვლავ დარჩება ამ ბავარიული გუნდის სპონსორად.

კონტრაქტი გათვლილია 2025 წლამდე, გაგრძელების პერსპექტივით. ჯერ კიდევ 1 წლის წინ ისე ჩანდა, რომ ეს ბავარიული კლუბი და Audi ახალ კონტარქტს არ გააფორმებდნენ და ახალ სპონსორად მოიაზრებოდა ადგილობრივი BMW, თუმცა ასე არ მოხდა. საფეხბურთო კლუბმა მორიგ ჯერზე უარი უთხრა მიუნხენურ კომპანიას.

FC Bayern München-სა და Audi-ს შორის კონტრაქტი 500 მილიონ ევროს შეადგენს, ის გაწერილია წლიურად 50 მილიონზე და ამას ასევე ემატება წლიურად 15-მილიონიანი ბონუსი.

კოკა კვირკველია