Amazon-ი ხელის გულით გადახდის სისტემაზე მუშაობს

ამერიკული ონლაინ რითეილერი კომპანია Amazon მუშაობს ტერმინალებზე, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შენაძენის გადახდა ხელის გულის სკანირებით მოახდინონ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტი დამუშავების ადრეულ სტადიაზეა. მათივე ცნობით, კომპანია გეგმავს ამ სისტემის დანერგვას კაფეებში, რესტორნებში, სწრაფი კვების ობიექტებში, იმ საწარმოებში, რომელთა თანამშრომლებს დღის განმავლობაში მუდმივად უწევთ მონოტონური ერთი და იგივე ოპერაციების შესრულება.

სტატიის თანახმად, კომპანიამ ამ სისტემაზე სამუშაოდ უკვე მიმართა კომპანიას Visa-ს სისტემის ტესტირებაში დახმარების გასაწევად. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს MasterCard-თან და ისეთ ცნობილ ფინანსურ კომპანიებთან, როგორებიცაა JPMorgan Chase, Wells Fargo და Synchrony Financial. გამოცემის თანახმად, ამ კომპანიებს აწყობთ Amazon-თან თანამშრომლობა, ვიდრე მასთან კონკურენცია.

გამოცემა გვახსენებს, რომ ჯეფ ბეზოსის კომპანიამ ცოტა ხნის წინ შეიტანა პატენტების ბიუროში განაცხადი „ბიომეტრიული პარამეტრების ამომცნობი უკონტაქტო სისტემის“ დარეგისტრირებაზე.

კოკა კვირკველია