Boeing-ი 737 MAX-ის წარმოებას მის სერტიფიცირებამდე ისევ აპირებს

კომპანია Boeing-ის ახალმა დირექტორმა დევიდ კელხუნმა განაცხადა, რომ სურს კვლავ განაახლოს Boeing 737 MAX თვითმფრინავების წარმოება, მანამდე ვიდრე ამერიკის ავიამარეგულირებელი ამ სერიის ლაინერებს ფრენაზე სერტიფიკატს გასცემს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

როგორც მანამდე ტელეკომპანია CNN იუწყებოდა, მოდელ 737 MAX-ის წარმოება შეჩერებული იყო 20 იანვრამდე.

Boeing-ი, მიუხედავად ამ ლაინერების ექსპლუატაციისა, მას მაინც აწარმოებდა, თუმცა არა ძველებური ტემპებით. ამის მიზეზით ვაშინგტონსა და ტექსასის შტატებში ამ დროისთვის 400-მდე დაუსრულებელი ასეთი ლაინერია.

კოკა კვირკველია