2019 წელს რუსეთიდან შემოსულ პირთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული.
კერძოდ, უწყების ცნობით, გასულ წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 1 793 005 ადამიანი შემოვიდა, მაშინ როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი - 1 705 217 პირი იყო.
Top-6 ქვეყანა საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით:
- აზერბაიჯანი - 2 015 435 (+12%)
- სომხეთი - 1 873 823 (+9%)
- რუსეთის ფედერაცია - 1 793 005 (+5%)
- თურქეთი - 1 365 004 (+4%)
- ევროკავშირის ქვეყნები - 541 895 (+25%)
- უკრაინა - 242 947 (+19%)
- ისრაელი - 227 728 (+31%)
ამასთან, შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლების რაოდენობამ 9 024 392 შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8.4%-ით მეტია.