სომხეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

სომხეთმა ჩინეთიდან ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ასევე შეეხო ჩინური ნედლეულისგან სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასაც. ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვალნელმა კვირას, 26 იანვარს გამოსცა.

„აკრძალვა იმოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე ჯანდაცვის და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები არ გაავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორონავირუსი აღარ არის“, - აღნიშნულია სომხეთის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის განცხადებაში.

ცნობისათვის, კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა ერთ ღამეში 56-დან 80 ადამიანამდე გაიზადა.„როიტერსის“ ცნობით, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 30 პროცენტით - 2,744-მდე - მოიმატა.