Victoria's Secret-ის დამფუძნებელმა შესაძლოა, ბრენდი გაყიდოს

გამოცემა WSJ-ის ინფორმაციით, Victoria's Secret-ის დამფუძნებელმა ლესლი ვექსნერმა, რომელიც კომპანიას 1963 წლიდან მართავს, შესაძლოა, პოსტი დატოვოს. ამას კი შესაძლოა, არა მხოლოდ ხელმძღვანელის ცვლილება მოჰყვეს, არამედ მფლობელისაც. The Wall Street Journal-ის ცნობით, ლესლი ვესნერმა პოსტის დატოვების შემდეგ გამორიცხული არ არის, ბრენდი სრულად ან ნაწილობრივ მაინც გაყიდოს. მას ამ დროისთვის ეკუთვნის კომპანია L Brands-ის აქციების 17%, ეს კომპანია კი ფლობს ისეთ ბრენდებს როგორებიცაა PINK და Bath & Body Work.

ამ ბოლო პერიოდში Victoria's Secret-ი ტურბულენტურ ზონაში იმყოფება. გასულ წელს მისი აქციები 29%-ით გაუფასურდა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი კაპიტალიზაცია ხუთჯერ არის შემცირებული. 2015 წელს ის 29 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ამჟამად 5,68 მილიარდია მხოლოდ.

გარდა ამისა, Victoria's Secret-ი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა კრიტიკის ეპიცენტრში მარკეტინგული სტრატეგიის გამო. ვექსნერი შეეცადა ამ სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ამ ბრენდის წარმატების საიდუმლო, როგორც ჩანს, უიმედოდ გაფლანგულია.

კოკა კვირკველია