Facebook-ი ქსელში კონტენტის განთავსებაზე ცვლილებებს გეგმავს

Facebook-ი სოციალურ ქსელში კონტენტის განთავსებაზე ცვლილებებს გეგმავს. აღნიშნული პირველ რიგში პირადი მონაცემებისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის დაცვას ითვალისწინებს. ამის შესახებ შტატ იუტაში გამართულ სამიტზე Silicon Slopes კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა - წერს CNN.

„ეს ახალი მიდგომა, ვფიქრობ გააბრაზებს ბევრს. თუმცა მართალი გითხრათ, ძველი მიდგომაც აღიაზიანებდა ბევრს, ამიტომ მოდი ვცადოთ რამე ახალი“ -განაცხადა მან.

ცუკერბერგის თქმით, მის სოციალურ ქსელს სულ უფრო ხშირად სთხოვენ „ბევრი რამის დაცენზურებას“, რაც მას არ მოსწონს. ამასთან, მან დასძინა, რომ Facebook-მა ყველა ვარიანტში უნდა წაშალოს მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, ბავშვების ექსპლუატაციასთან და ძალადობის მოწოდებებთან. „ჩვენ განვაგრძობთ ნამდვილად მავნე კონტენტის წაშლას, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი პრინციპების დაცვაც“ - თქვა მან.

მისი განცხადებით, კომპანიის მიზანი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იქნება არა ის, რომ Facebook ყველასთვის მოსაწონი გახდეს, არამედ გაუგონ მას.

კოკა კვირკველია