სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (22 600 ღერი) ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.