კიევს გაზის მიღება TANAP-იდანაც სურს

უკრაინა დაინტერესებულია ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირებით, მათ შორის გაზის იმპორტით კასპიის ზღვის აუზიდან, რომელიც ევროპის მიმართულებით ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP) გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ კასპიური გაზის მიწოდების შესაძლებლობა TANAP-ის საშუალებით, სხვადასხვა ინტერკონექტორების დახმარებით უკრაინაში. კიევი ამ მარშრუტს განიხილავს როგორც ერთ-ერთ ალტერნატივას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, TANAP-ის გახსნის ოფიცალური ცერემონია 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ცნობისათვის, 2023 წლისთვის საქართველო გეგმავს ამ გაზსადენიდან 1,1 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიღებას ტრანზიტის საფასურის სახით. თავად გაზსადენის სიგრძე, რომელიც ბაქოში იწყება და იტალიის სამხრეთში მთავრდება, 3,5 ათასი კილომეტრია და ის გადის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიებზე.

კოკა კვირკველია