საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდება.

EBRD-ის პროგნოზი საქართველოსთვის არ იცვლება და ემთხვევა ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს, რუსულ-უკრაინული კრიზისის გამო, აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შემცირების შესახებ.

ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ისევ 4%-ით გაიზრდება. ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ხელისუფლების მოსაზრებები ამ საკითხთთან დაკავშირებით განსხვავებულია. მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერსა და ფონდის წარმომადგენლებს შორის გამართული ბოლო შეხვედრის დროს, გამოითქვა იმედი, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით გაიზრდება.