იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია 5-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

"დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5- ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, - განაცხადა გახარიამ.