2019 წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 85 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 84 942 700 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 24 788 455 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ – 16 901 728 ლარი. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ „ლიბერთი ბანკი“, „ქართუ ბანკი“ და „კრედო“.

  • „თიბისი ბანკი“ - 24 788 455 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 16 901 728 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ - 9 470 967 ლარი
  • „ბანკი ქართუ“ – 9 427 285 ლარი
  • „კრედო“ - 9 153 641 ლარი

მოსახლეობის საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული თანხების მოცულობით მე-6 ადგილზეა „ბაზისბანკი“ – 4 327 760 ლარი; შემდეგია „ტერა ბანკი“ – 3 809 443 ლარი, მე-8 ადგილზეა „ფინკა ბანკი“ – 3 451 431 ლარი, შემდეგია „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1 965 855 ლარი, ათეულს ასრულებს „პროკრედიტ ბანკი“, 2019 წელს ამ ბანკმა საურავებიდან და ჯარიმებიდან 894 870 ლარის მოგება მიიღო.