SpaceX-მა შესაძლოა, Starlink დამოუკიდებელ კომპანიად აქციოს და ბირჟაზე გაიტანოს

ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია SpaceX გეგმავს მისი განყოფილება Starlink-ი დამოუკიდებელ კომპანიად შექმნას და აქციები ბირჟაზე გაიტანოს. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა გუინ შოპტუელმა მაიამიში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში SpaceX-ის ხელმძღვანელმა მედიას განუცხადა, რომ Starlink-ს დროთა განმავლობაში შეუძლია 30 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანოს წლიურად. Bloomberg-ის ინფორმაციით კი IPO-ს შემთხვევაში აღნიშნული თანხა იქნება განმსაზღვრელი კომპანიის პირველადი ღირებულების დასადგენად.

Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე 500-კილოგრამიანი თანამგზავრების განთავსებითაა დაკავებული, რომელმაც დედამიწაზე მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. საუბარია წამში 1 გიგაბაიტი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაზე, რომელიც 5G სტანდარტს ესადაგება.

კოკა კვირკველია