სამოგზაურო სააგენტო Kiwi.com კემპინგისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. სააგენტომ კვლევა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩაატარა.
კვლევისას მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიყენეს და ქვეყნები 0-დან 50-მდე ქულით შეაფასეს.
კვლევის ძირითად კრიტერიუმებს შეადგენდა: ბუნებრივი მრავალფეროვნება, პეიზაჟები, დაცული ტერიტორიების მდგომარეობა, გარემოს დაბინძურება, უსაფრთხოება და სტიქიური უბედურებების მოსალოგნელი საშიშროება.
კემპინგისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში 48-ე ადგილს 31 ქულით, ურუგვაისთან, ბულგარეთთან და პოლონეთთან ერთად იკავებს.