რა დაუჯდა ივანიშვილის „ქართუს“  სასესხო დავალიანებების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის

„ქართუ ჯგუფმა“ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტში მათ შორის, საუბარია, სასესხო დავალიანებების ჩამოწერის ერთჯერად აქციაზეც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობამ ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი განახორციელა. როგორც თავდაპირველად მათი მხრიდან დაანონსდა, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა და მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებოდათ.

ვალები "ქართუ ფონდმა" ჩამოწერა. ანგარიშგების თანახმად, ფონდმა აქციის ფარგლებში 38 877 000 ლარის საკრედიტო პორტფელები გამოისყიდა. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია მითითებული, „ქართუ ჯგუფმა“ ამ აქციისთვის დააფუძნა სს მისო „კრედიტი 2018“. აღნიშნულმა კომპანიამ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში ფიზიკურ პირებზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე გამოისყიდა საკრედიტო პორთფელები სს „ფონდი ქართუ“-სგან, რომლებიც 100%-იანი წილის მქონე აქციონერის გადაწყვეტილებით ჩამოიწერა სრულად საკრედიტო დავალიანებების პატიების შედეგად.

ცნობისთვის პორგრამა, 615,164 პირს შეეხო ხოლო ჩამოწერილმა დავალიანებებმა - 4,104,429,484 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი