„გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს“, - ამის შესახებ ევროკავშირის რიგით მეოთხე ანგარიშშია აღნიშნული.
„საქართველო წარმატებულია საერთაშორისო რეიტინგში ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იგი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ინდექსის მიხედვით, მე-6 ადგილზეა მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის. საქართველო მსოფლიოს მოწინავე 10 ქვეყნის რიცხვშია შემდეგი მაჩვენებლებით:
მეორეს მხრივ, მას უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვს გადახდისუუნაროდ აღიარების პროცედურებთან , საზღვრებს შორის ვაჭრობასა და ელექტროენერგიაზე წვდომასთან მიმართებაში.
ამავდროულად, გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს“,- ნათქვამია ანგარშში.