თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე 80 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარეს

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. დაახლოებით, 80 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოები განახლდება.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე - 2 722222